ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი ვაქცინების გამოყენებისას Drucken


 

პაციენტების უმრავლესობა ხშირად უსვამს შეკითხვას ალერგოლოგს: შეიძლება თუ არა მათ განუვითარდეთ, ალერგიული რეაქცია ვაქცინაციის შემდგომ და როგორ დაიცვან თავი?


ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს ვაქცინაში შემავალ კომპონენტბზე. ვაქცინები შეიცავენ სხვადასხვა ორგანიზმების ნაწილაკებს და ინაქტივირებულ ტოქსოიდებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულაცია და დამცავი იმუნური პასუხის გამომუშავება.


როცა ორგანიზმის სენსიბილიზაცია ძალიან მაღალია ზოგიერთი კომპონენტის მიმართ და არის მაღალი სპეციფიური IgE, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია - მათ შორის ანაფილაქსიურიც.

ალერგიული რეაქციის განვითარების ძირითადი კომპონენტი პოტენციურად არის ჟელატინი და კვერცხი.


ჟელატინს შეიცავს მაგალითად: გრიპის, MMR, ჩუტყვავილას ვაქცინები. რეკომენდირებულია, რომ პაცინეტებში წინასწარ მოხდეს ალერგოტესტირება.


გრიპის ვაქცინების უმრავლესობა მზადდება ქათმის კვერცხის ემბრიონზე და შეიცავს კვერცხის პროტეინს - ოვალბუმინს. ოვალბუმინის რაოდენობა სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინებში შეიძლება იყოს მცირედ განსხვავებული, ამიტომ, თუ ორგანიზმი მაღალსენსიტიურია ოვალბუმინის მიმართ, შეიძლება არსებობდეს ალერგიული რეაქციის განვითარების გარკვეული რისკი.


ამერიკის პედიატრიული აკადემიის რეკომენდაციაა: თუ ანამნეზში არის კვერცხზე სისტემური რეაქცია - არ გამოიყენონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.


იმუნიზაციის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ შემუშავებულია მითითება პირებისთვის, ვისაც ტუჩების, ან ენის შეშუპებით, სასუნთქი სისტემის მწვავე დისტრესით გამოუვლინდათ კვერცხე ალერგია. მითითების თანახმად მათ უნდა ჩაუტარდეს გაფართოებული კლინიკური გამოკვლევა სპეციალისტების მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს ვაქცინაცია.


ლიტერატურაში არის ერთმანეთის საწინააღმდეგო ინფორმაცია BCG ვაქცინის გამოყენებასა და ატოპიის გამწვავებებს შორის კავშირზე.


დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველას ტოქსოიდით ვაქცინის შემდგომი რეაქციები ძალიან იშვიათია, ძირითადად ვლინდება ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილზე, ზოგჯერ რეაქციები გამოწვეული ალუმინის, როგორც დანამატის შემცველობით.


ყივანახველას ვაქცინა ითვლება ალერგიის გამწვავების უპირატეს მიზეზად, რადგანაც აღმოჩენილი იყო IgE მექანიზმის სტიმულაცია. ბევრ ქვეყანაში ამის გამო (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა) უჯრედოვანი ინაქტივირებული ვაქცინა შეცვლილია, არაუჯრედოვანი ყივანახველას ვაქცინით.


ალერგიული და განსაკუთრებით ანაფილაქსიური რეაქციები პნევმოკოკის ვაქცინაზე არის ძალიან იშვიათი. გამოვლენილია IgE ანტისხეულების გამომუშავების გაძლიერება და კანის პოზიტიური ალერგიული სინჯები. სასუნთქი გზების დაავადებების რეაქტიული რეაქციები აღწერილია უპირატესად PCV 9 - ვაქცინაციაზე. აღნიშნული საკითხის შესწავლა გრძელდება.


ვაქცინებში შემავალი სხვა კომპონენტებიდან გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალი სენსიბილიზაცია ისეთი ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა ნეომიცინი, პოლიმიქსინი, სტრეპტომიცინი, ლატექსი, საფუარის სოკო.



COVID-19 სპეციფიური mRNA ვაქცინები:


mRNA ვაქცინა შექმნილია ფაიზერისა და ბიონტექის მიერ და მიღებულია ჯანდაცვის პროდუქტთა რეგულაციის სააგენტოს მიერ ინგლისში 2020 წლის 2 დეკემბერს.


ვაქცინა სახელით BNTA62b2, წარმოადგენს რიბონუკლეინის მჟავის მესენჯერს, mRNA-ში კოდირებულია SARS CoV 2 -ის სპაიკ ცილა.


აღნიშნული ვაქცინა დამატებით შეიცავს სხვადასხვა ექსიპიენტებს. ამ დანამატებიდან ითვლება, რომ ალერგიული რეაქციის გამოწვევის პოტენციალი გააჩნია პოლიეთილენ გლიკოლს. მიჩნეულია რომ პოლიეთილენ გლიკოლი მაღალი რისკის ალერგენია და ზემოთ ჩამოთვლილი ალერგიულ-ანაფილაქსური რეაქციები ხშირად განპირობებულია პოლიეთილენ გლიკოლით.


ამიტომ ვაქცინაციამდე ეს დანამატი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რისკ  ჯგუფის პაციენტებში.


მაღალი სენსიბილიზაციის შემთხვევაში კანის სინჯების დროსაც კი შეიძლება განვითარდეს ძლიერი ალერგიული რეაქცია, ამიტომ დიაგნოსტიკის ყველაზე სასურველი მეთოდებია სპეციფიური IgE-ს განსაზღვრა და ბაზოფილების აქტივაციის ტესტი, რომლებიც წარმოადგენენ არაინვაზიურ მეთოდებს და არ მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე.


ამერიკის ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის საზოგადობეის რეკომენდაციით, COVID-19 ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია,  ანაფილაქსიის მართვა.  ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეს იმ პირებს, რომელთაც აქვთ, ალერგიული რეაქციების ისტორია ვაქცინის შემცველ კომპონენტებზე. ვაქცინაციამდე პაციენტმა უნდა გაიაროს სპეციალისტის  კონსულტაცია.


მიმოხილვის ავტორები: Beatriz Cadaniffas, Cezmi Akdis, Nadalija Novak და Menachem Rottem