დირექტორი | ![]() |
![]() მედიცინის დოქტრორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მიმინოშივილი
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ი.ფაღავას სახ. პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის განყოფილებაში გაიარა ინტერნატურა და იყო ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
დისერტაცია დაიცვა თემაზე „ზოგიერთი იმუნოლოგიური მაჩვენებელი ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში ინტერფერონით მკურნალობასთან დაკავშირებით“.
მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.
სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი და მეთოდური რეკომენდაცია.
მონაწილეობდა ევროპის ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა აკადემიის უწეყვეტ სამედიცინო განათლების პროგრამაში.
„იაპონიის IIT-იმპაქტური იმუნოთერაპიის აკადემიის“, „ევროპის რესპირატორული საზოგადოების“ და „ევროპის კლინიკურ ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა აკადემიის“ (EAACI) წევრი.
2002 წლიდან დღემდე ალერგიის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის „ალერგია XXI საუკუნე“ დირექტორი. |