ცენტრში წარმოებს ყველა ასაკის ალერგიული პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა:
![01_Konsultacia_TXT-3](/images/stories/01_Konsultacia_TXT-3.jpg) 1. ობიექტური მდგომარეობის შეფასება და გამოკვლევის პირადი გეგმის შედგენა;
| ![02_Spirometry_TXT-2](/images/stories/02_Spirometry_TXT-2.jpg) 2. სპირომეტრია, როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 4 წელზე ზევით;
| ![03_Alergenebis_Diag_Titidan_TXT-2](/images/stories/03_Alergenebis_Diag_Titidan_TXT-2.jpg) 3. შესაძლო ალერგენების 90%-ს (საყოფაცხოვრებო, კვებითი, ცხოველური და ა.შ.) დიაგნოსტიკა. მცირე ასაკის ბავშვებში საკმარისია სისხლი თითიდან, ხოლო მოზრდილებისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
| ![04_Medik_Diag_Testi_Khelze_TXT-2](/images/stories/04_Medik_Diag_Testi_Khelze_TXT-2.jpg) 4. მედიკამენტებზე ალერგიულობის დიაგნოსტირება: კანის ჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური ტესტებით.
| ![05_Asthma_Peak_Flow_Meter_TXT](/images/stories/05_Asthma_Peak_Flow_Meter_TXT.jpg) 5. ბრონქულ ასთმიან პაციენტებს, საკუთარი საუკეთესო მაჩვენებლის, დღიური ვარიაციის დასადგენად და ასევე PEF-და FEV-მაჩვენებლების დინამიკაში მონიტორინგისათვის, ბინაზე ეძლევათ სუნთქვის ფუნქციის მზომები.
| ![06_Dust_Mite_Test_TXT](/images/stories/06_Dust_Mite_Test_TXT.jpg) 6. საცხოვრებელ ბინაში (ლოგინში, ხალიჩებზე და სხვ.) ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობის დადგენა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.
| ![07_Hiposensibilizacia_TXT](/images/stories/07_Hiposensibilizacia_TXT.jpg) 7. სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდით ტარდება ალერგიის მკურნალობა.
| ![08_Laser_Therapy_Nebuliser_TXT](/images/stories/08_Laser_Therapy_Nebuliser_TXT.jpg) 8. ალერგიული რინიტებისა და სინუსიტების სამკურნალოდ ტარდება ლაზეროთერაპია და სპეციალური ნებულაიზერით სინუსოთერაპია.
| ![09_Antistrept_Helikobakt_Gans_TXT](/images/stories/09_Antistrept_Helikobakt_Gans_TXT.jpg) 9. ინფექციის კერების გამოვლენისათვის წარმოებს ანტისტრეპტოლიზინ O-სა და ჰელიკობაქტერია პილორის დიაგნოსტირება.
| ![10_Saerto_IgE_TXT](/images/stories/10_Saerto_IgE_TXT.jpg) 10. საერთო IgE-ს და ჰიპერსენსიტიური CRP-ს ( ცე-რეაქტიული პროტეინი) განსაზღვრა - როგორც ვენური, ასევე კაპილარული (თითიდან) სისხლით.
| ![11_FABER](/images/stories/11_FABER.jpg)
11. სიახლე - FABER-ტესტი: 244 ტესტი ერთ ანალიზში - მთლიანი ალერგიულ სპექტრის დიაგნოსტიკა ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით.
|
|