ალერგიის აქტუალური საკითხები

პროფილაქტიკური ვაქცინაცია (აცრები) ალერგიულ ადამიანებში - წითელა, გრიპი Drucken

 

 

დღევანდელ საქართველოში აქტუალური თემაა ვაქცინაცია, კერძოდ ამჟამად პრიორიტეტია გრიპისა და წითელას ვირუსების მიმართ ვაქცინაცია.


ხშირად ადამიანები უარს ამბობენ ვაქცინაციაზე მათი და მათი შვილების ალერგიულობის მიზეზით. პოსტვაქცინალური ალერგიული რეაქციები ხშირი არ არის საბედნიეროდ, მაგრამ აღწერილია.

 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პოსტვაქცინალურ ალერგიულ რეაქციებს ყოფს სწრაფი ტიპის და დაგვიანებული (დაყტოვნებული) ტიპის რეაქციებად:

 

- სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქცია იწყება წამლის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ძირითადად 1 საათის განმავლობაში.

 

- დაგვიანებული რეაქცია - არა IgE-ით  განპირობებული, ვითარდება  წამლის მიღებიდან  რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე პერიოდში.

 

სწრაფი ტიპის  ალერგიული რეაქციებისთვის კლინიკურად დამახასიათებელია კანზე წითელი ლაქები, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება. სასუნთქი სისტემის მხრივ – ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ხმის შეცვლა, ყელში მოჭერის შეგრძნება, ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ - საერთო სისუსტე გონების დაკარგვა, ცნობიერების შეცვლა, კანაკალი, გაძლიერებული გულის ცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, წამლის მიღების  შემდეგ რაც უფრო სწრაფად ვითარდება ალერგიული რეაქცია, კლინიკური გამოვლინება უფრო მძიმეა.

 

დაგვიანებული ალერგიული რეაქციები კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:

  1. ცხელება, გაღიზიანებადობა, რომელიც ხშირად არის ვაქცინაციის შემდეგ და არ წარმოადგენს შემდეგი ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენებას.
  2. ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილზე: შეშუპება, შეწითლება, ტკივილი. ამ დროს გამოიყენება ცივი კომპრესი, სიცხის დამწევი და ტკივილდამაყუჩებელი საშუალებები, თუმცა პროფილაქტიკისთვის მათი ზედმეტად გამოყენება არა არის რეკომენდირებული, რადგანაც მათ შეიძლება შეამცირონ ვაქცინაციის ეფექტი.
  3. შრატისმიერი დაავადება – ვითარდება წამლის მიღებისდან ერთ-ორ კვირაში, ან უფრო სწრაფადაც. კლინიკურად გამოვლინდება გამონაყრით, ტემპერატურის მატებით, საერთო სისუსტით, სახსრების ტკივილით.
  4. იშვიათი რეაქციებია: ინექციის ადგილას და მის გარშემო კვანძების (ნოდულების) გაჩენა, ალუმინის შემცველი ვაქცინების გამოყენების დროს, რაც შეიძლება დაგვიანებული ტიპის რეაქცია იყოს ალუმინზე. ძალიან იშვიათია პოსტვაქციანლური ენცეფალოპათია.

 

მძიმე რეაქციები, რომლებიც განვითარდა ადრინდელი ვაქცინაციის შემდგომ, წარმოადენს წინააღმდეგ ჩვენებებს შემდეგი ვაქვინაციისთვის.


ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ვაზოვაგალური რეაქციები: არტერიული წნევის დაქვეითება, სიფერმკრთალე, სისუსტე, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ბრადიკარდია, ოფლიანობა, გონების  დაკარგვა, განსაკუთრებით ნევროზულ და შიშებით შეპყრობილ ადამიანებში. ვაზოვაგალური რეაქციები ხშირად ეშლებათ ალერგიულ-ანაფილაქსიურ რეაქციებში.


ადამიანი შეიძლება იყოს ზოგადად ალერგიული, მაგრამ არ იყოს ალერგიული ვაქცინის შემადგენელი ნივთიერების მიმართ.


პოსტვაქცინალური ალერგიული რეაქციები ხშირად ვითარდება ვაქცინაში არსებულ დანამატებზე, როგორიცაა ჟელატინი, კვერცხი, ანტიმიკრობული აგენტები (ნეომიცინი, პოლიმიქსინ-B, სტრეპტომიცინი) საფუარი, ლატექსი.


ასევე ვაქცინების დანამატებია ქიმიური ნივთირებები: თიმეროსალი, ალუმინი, ფენოქსიეთანოლი. ამ ნივთირებებზე სწრაფი ტიპის ალრგიული რეაქციები არ გვხვდება. ძირითადად გამოხატულია დაგვიანებული, ადგილობრივი რეაქციები, კონტაქტური დერმატიტის გამოვლინებით.


ვაქცინების შემცველობაში არსებული დანამატების უმრავლესაობაზე შესაძლოა წინაწარ ჩატარდეს გამოკვლევა ალერგიულობაზე, როგორც სწრაფი ტიპის, ისე დაგვიანებული რეაქციების ალბათობის გამოსავლენად.


თანამედროვე მსოფლიო მიღწევებმა ალერგოდიაგნოსტიკაში, კერძოდ ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკის განვითარებამ, უფრო დახვეწილი და ზუსტი გახადა დიაგნოსტიკის პროცესი.


ალერგოდიაგნოსტიკა ტარდება  სისხლის გამოკვლევით სპეციფიურ IgE-ზე, ვაქცინებში არსებული დანამატების მიმართ, კანის ალერგული სინჯებით, ჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური მეთოდებით, რომლელთა შედეგების მიხედვით განისაზღვრება ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.


საბედნიეროდ პოსტვაქცინალური ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი იშვიათია.

 

შენიშვნა

თუ ადამიანი ძლიერ ალერგიული კვერცხის კომპონენტების მიმართ. უნდა აიცრას კვერცხის კომპონენტებისგან თავისუფალი ვაქცინით.


_________

წყარო: John M. Kelso, MD; N. Franklin Adkinson, Jr. MD; Anna M. Feldweg, MD; “Allergic Reactions to Vaccines”, published in UpToDate medical resource, Dec. 2018.

 
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus