თანამედროვე მედიციანა იცნობს დიაგნოსტიკის მეთოდების სამ ჯგუფს, ესენია:
– I ჯგუფი – In vivo (ლათ. სხეულში), ანუ კანის ალერგიული სინჯები: ჩხვლეტითი-Prick-ტესტი და ინტრადერმალური ტესტი.
– II ჯგუფი – In vitro (ლათ. ბოთლში), ანუ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
– III ჯგუფი – პროვოკაციული ტესტები.
კანის ალერგიული სინჯები გამოიყენება, პირველი ტიპის ალერგიული (იმუნოლოგიური) რეაქციების ტესტირებისათვის, თუმცა მათი უმრავლესობა დღეისათვის სტანდარტიზირებული არ არის. ამ ტიპის რეაქციების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ჩხვლეტითი და ინტრადერმალური ტესტი. პოზიტიურ რეაქციად ფასდება ჰიპერემია – შეშუპების რეაქცია 15-20 წუთში ჩხვლეტის შემდეგ. ეს მიუთითებს მედიკამენტ-სპეციფიური IgE-ს არსებობას პაციენტის პოხიერი უჯრედების რეცეპტორებზე, ანუ რეაგინული ტიპის იმუნოლოგიური რეაქციის არსებობაზე.
ამავე ტიპის იმუნოლოგიური რეაქციის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ინტრადერმალური სინჯიც. ამ დროს კანში შეყავთ სადიაგნოსტიკო მედიკამენტი 0,02-0,05 მილილიტრის რაოდენობით, სხვადასხვა განზავებებით. რეაქცია ფასდება იმის მიხედვით, თუ რა ზომით მეტი პაპულა წარმოიქმნება მედიკამენტზე უარყოფით კონტროლთან შედარებით.
კანის სინჯებით მეორე და მესამე ტიპის იმუნოლოგიური რეაქციების დიაგნოსტირება არ არის შესაძლებელი.
რაც შეეხება მეოთხე ტიპის T-უჯრედოვან იმუნოლოგიურ რეაქციებს, მათი ნაწილის დიაგნოსტირება შესაძლებელია Patch(აპლიკაციური)-ტესტის საშუალებით. დიაგნოსტირება ხდება სპეციალური აპლიკატორ-პლასტირების მეშვეობით. რეაქციის წაკითხვა ხდება 24, 28, 48, 72, 96 საათში. რეაქცია ფასდება აპლიკაციის ქვეშ კანზე ერითემული, ინდურაციული, ვეზიკულირი, ან ბულოზური ცვლილებების მიხედვით.
თანამდეროვე მედიცინაში წამლისმიერი სენსიბილიზაციის დასადგენად ყველაზე ხელმისაწვდომია კანის ალერგიული სინჯები. მაგრამ დღეისათვის საბოლოოდ დადგენილი არ არის ყველა მედიკამენტისთვის, თუ როგორი კონცენტრაციით უნდა ჩატარდეს ტესტირება. ასევე ბევრ მედიკამენტს ახასიათებს ეგრედწოდებული ჰაფთენის ფენომენის განვითარება, რომლის დიაგნოსტიკაც კანის სინჯებით ყოველთვის ვერ ხერხდება. დღეისათვის ცნობილია, რომ ჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური ტესტები შეიძლება ჩატარდეს მიორელაქსანტებზე, ინსულინზე, პროტამინზე, ჰეპარინზე, სტრეპტოკინაზაზე, ქიმოპაპაინზე, კარბამაზეპინზე, პრაქტოლოლოზე, პირაზოლონებზე, ტეტრაზეპამზე, ლოკალურ ანესთეთიკებზე.
ზოგ შემთხვევაში კანის სინჯებით სწორ დიაგნოსტიკას ხელს უშლის პაციენტის თანმხლები მდგომარეობები, ამიტომ ასეთი პაციენტების დიაგნოსტიორება ხდება სპეციალურ ცენტრებში, სტაციონარულ პირობებში, ხანგრძლივი დაკვირვებების ფონზე. არის შემთხვევები, როდეაც კანის სინჯები არაინფორმატიულია, მაგალითად როდესაც ალერგიული რეაქცია მიმდინარეობს იზოლირებულ ორგანოში – ღვიძლი, თირკმელი და სხვა. ზოგიერთი დაავადების დროს, რომელიც მიმდინარეობს დაყოვნებული იმუნოლოგიური რეაქციებით, არ ტარდება ჩხვლეტითი კანის სინჯი. ტარდება მხოლოდ აპლიკაციური ტესტი და ინტრადერმალური ტესტი დაყოვნებული წაკითხვით.
კანის სინჯების ჩატარების დროს პაციენტს არ უნდა ღენიშნებოდეს მაღალი ტემპერატურა და მას არ უნდა ჰქონდეს მიღებიული ანტიალერგიული საშუალება 72-96 საათის განმავლობაში.
პაციენტის გამოკვლევა წამლისმიერი ალერგიის დასადგენად, ლაბორატორიულად, დღეისათვის მსოფლიოში რამოდენიმე მეთოდით მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებული მეთოდია სპეციფიური IgE-ს განსაძღვრა რადიიზოტოპული და იმუნოფერმენტული მეთოდებით. თუმცა დღესისათვის აღნიშნული მეთოდით დიაგნოსტირება გამოიყენება მხოლოდ გარკვეული ჯგუის მედიკამენტების მიმართ, ასეთებია: ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტების დიაგნოსტიკა, რომლის სპეციფიურობა შეადგენს 90 პროცენტს, ხოლო სენსიტიურობა მერყეობს 40-90 პროცენტში. ამ მეთოდის დახვეწა მსოფლიოში დღესაც გრძელდება. ბეტალაქტამპენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ამ მეთოდით დიაგნოსტიკის სენსიტიურობა შეადგენს 74,3 %-ს, სპეციფიურობა კი უფრო მაღალია. დღეისათვის მუშავდება ახალი ტექნოლოგია რომელიც ეფუძნება პოლიამიდოამინის გამოყენებას – PAMAM-მეთოდი.
ქინოლონებზე ალერგიის დიაგნოსტიკა რადიოიმუნოლოგიური მეთოდით ასევე დახვეწის სტადიაშია. ამ მეთოდის სენსიტიურობა შეადგენს 31,6 – 54,5 %. ამ მეთოდით დიაგნოსტირებისას ქინოლონებს შორის ჯვარედინი რეაქციების მაღალი ხარისხია და ამიტომ თუ ეს ტესტი პოზიტიურია, ყველა ამ ჯგუფის პრეპარატის გამორიცხვა ხდება საჭირო. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ გამოწვეული რეაქციებიდან, IgE-ს მექანიზმის სიხშირე ძალიან მცირეა. ამიტომ სოეციფიურ IgE-ს განსაზღვრას ძალიან უმნიშვნელო შედეგი აქვს.
ბაზოფილების აქტივაციის ტესტი (BAT)
ბაზოფილები არიან ჰისტამინის შემცველი ლეიკოციტები, რომელთაც ზედაპირზე გააჩნიათ მაღალაფინური რეცეპტორები IgE-სთვის. გამოკვლევა ემყარება ნაკად-ციტომეტრიული ტექნიკით და ბაზოფილების სპეციფიური მარკერების გამოყენებით, გააქტიურებული ბაზოფილების იდენტიფიცირებას. ამ მეთოდის დროს გამოიყენება CD63, CD203, CD123 მარკერები. ეს მეთოდიც დღეისათვის დახვეწის სტადიაშია.
ამ მეთოდის გამოყენებით, ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტების ალერგიულობის დიაგნოსტირების სენსიტიურობა მერყეობს 36-დან 92 პროცენტამდე, ხოლო სპეციფიურობა 93-100 %-ია. ბეტალაქტამანტიბიოტიკებზე სენსიტიურობა 50%-ია და სპეციფიურობა – 90 %. იოდსაკონტრასტო ნივთიერებებზე სპეციფიურობა და სენსიტიურობა ძალიან დაბალია და შეადგენს 0,02-0,04 %-ს. ასპირინსა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, ამ მეთოდით დიაგნოსტიკის სენსიტიურობა მერყეობს 15-დან 55 %-მდე. აღნიშნული ეხება მხოლოდ ამ პრეპარატების მიერ განვითარებულ ალერგიულ რეაქციებს და არა ფსევდოალერგიულ რეაქციებს, რომელთაც უფრო ხშირად ანვითარებენ ამ ჯგუფის პრეპარატები. ქინოლონებზე ალერგიის დიაგნოსტიკის შენთხვევაში ეს მეთოდი უფრო მაღალსენსიტიურია, ვიდრე კანის ალერგიული სინჯები და შეადგენს 71 %-ს. ვაქცინების დანამატებისა და ინტრავენური ხსნარების, როგორიცაა ჟელატინი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ჰიდროქსიეთილ ტალკი, კრემიფორი, ალბუმინი, ალერგიულობის ამ მეთოდით შეფასება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება მასალის სიმცირის გამო.
ლიმფოციტების აქტივაციის ტესტი (ლიმფოციტების ტრანსფორმაციის ტესტი –LTT)
ეს ტესტი სწავლობს T-ლიმფოციტების პროლიფერაციას სპეციფიური ანტიგენის თანაარსებობის დროს. ტესტის პრინციპს წარმოადგენს, მონოციტების კულტურის გამოყოფა და საეჭვო მედიკამენტთან ერთად მისი კულტივირება 5-7 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ იზომება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას სინთეზი, რადიოაქტიური ნუკლეოზიდების გამოყენებით. კონტროლად გამოიყენება მიტოგნები და ბუფერი. ჯერჯერობით ეს მეთოდი ადაპტირებულია ისეთი მედიკამენტოზური კანის ალერგიული გამოვლინებების სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი. მედიკამენტები, რომლებიც შესწავლილია ამ მეთოდი არის ბეტალაქტამანტიბიოტიკები, ანტიეპილეპტიკური პრეპარატები – უპირატესად კარბამაზეპინი. ზოგ შემთხვევაში ეს მეთოდი ინფორმატიულია წამლისმიერი ჰიპერსენსიტიული სინდრობის – DRESS-სინდრომის სადიაგნოსტიკოდ. ამ მეთოდის სენსიტიურობა 60-70%-ა, ხოლო სპეციფიურობა – 85-93%. დღეისათვის მიმდინარეობს ამ მეთოდის შემდგომი ოპტიმიზაცია და დახვეწა. ამ მეთოდით შესწავლილია ასევე მცირე რაოდენობით იზოლირებული შემთხვევები, როგორიცაა წამლისმიერი ცხელება, წამლისმიერი პანკრიატიტი, ინტერსტიციული და ეოზინოფილური წამლისმიერი ფილტვის დაავადება, წამლისმიერი აუტოიმუნური დაავადებები.
აქტივაციის მარკერების განსაზღვრა
ცნობილია რომ T-უჯრედების ზედაპირზე სტიმულაციის შემდეგ ჩნდება სხვადასხვა აქტივირებული მარკერი CD25, CD69, CD71, HLA-DR. ეს მარკერები შეიძლება განსაზღვრულ იქნას ნაკად ციტომეტრიული მეთოდით, ფლუორესცენც-კონიუგირებული მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენებით. ეს მეთოდი წამლისმიერი ალერგიის დასადგენად მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია გამოყენებული.
ციტოკინების განსაზღვრა
ამჟამად წამლისმიერი ალერგიის დასადგენად ფართოდ შეისწავლება ახალი მეთოდი ELISPOT-ი, რომელიც ემყარება ციტოკინების განსაზვრას წამლისმიერი ალერგიის დროს. შეისწევლაბე TH1 და TH2 ციტოკინები: IL2, IFN-gamma, IL4, IL5, IL13, ციტოტოქსიური პროტეაზა და გრანზიმი B. აღმოჩნდა რომ ეს მეთოდი უფრო მგრძნობიარეა დაგვიანებული T-უჯრედოვანი იმუნური რეაქციების დროს. თუმცა ეს მეთოდი დღეისათვის კვლავ დახვეწის საგანია. ასევე დღეისათვის მიმიდინარეობს ტრასკრიპციის ფაქტორების განსაზღვრის მეთოდის შესწავლა.
ამგვარად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი წამლისმიერი ალერგიის დასადენად, დღესაც შესწავლის პროცესშია და არ წარმოადგენს კანის სინჯების ალტერნატივას, არამედ გამოიყენება, როგორც დამატებითი კვლევის მეთოდები კანის სინჯებთან ერთად.
ეს მეთოდი გულისხმობს პაციენტისათვის, საეჭვო მედიკამენტის მიცემას თანდათან მზარდი მცირე დოზებით. მის ჩატარებას ესაჭიროება პაციენტის მოთავსება ინტენსიური თერაპიის პალატაში სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში, როგორც ინტენსიური თერაპიის, ასევე რეანიმაციული ღონისძიების ჩატარება, რადგანაც ამ მეთოდით ტესტირებამ შესაძლოა პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში და ზოგჯერ ფატალური მდგომარეობაც კი შექმნას. ასევე ამ მეთოდის გამოყენებისათვის საჭიროა ეთიკური კომისიის ნებართვაც.
Tagged ალერგია, ასთმა, გამონაყარი, ქავილი