ცენტრში წარმოებს ყველა ასაკის ალერგიული პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა:
ობიექტური მდგომარეობის შეფასება და გამოკვლევის პირადი გეგმის შედგენა.
სპირომეტრია, როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 4 წელზე ზევით.
შესაძლო ალერგენების 90%-ს (საყოფაცხოვრებო, კვებითი, ცხოველური და ა.შ.) დიაგნოსტიკა. მცირე ასაკის ბავშვებში საკმარისია სისხლი თითიდან, ხოლო მოზრდილებისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
მედიკამენტებზე ალერგიულობის დიაგნოსტირება: კანის ჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური ტესტებით.
ბრონქულ ასთმიან პაციენტებს, საკუთარი საუკეთესო მაჩვენებლის, დღიური ვარიაციის დასადგენად და ასევე PEF-და FEV-მაჩვენებლების დინამიკაში მონიტორინგისათვის, ბინაზე ეძლევათ სუნთქვის ფუნქციის მზომები.
საცხოვრებელ ბინაში (ლოგინში, ხალიჩებზე და სხვ.) ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობის დადგენა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.
სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდით ტარდება ალერგიის მკურნალობა.
ალერგიული რინიტებისა და სინუსიტების სამკურნალოდ ტარდება ლაზეროთერაპია და სპეციალური ნებულაიზერით სინუსოთერაპია.
ინფექციის კერების გამოვლენისათვის წარმოებს ანტისტრეპტოლიზინ O-სა და ჰელიკობაქტერია პილორის დიაგნოსტირება.
საერთო IgE-ს და ჰიპერსენსიტიური CRP-ს (ცე-რეაქტიული პროტეინი) განსაზღვრა - როგორც ვენური, ასევე კაპილარული (თითიდან) სისხლით.
244 ტესტი ერთ ანალიზში - მთლიანი ალერგიულ სპექტრის დიაგნოსტიკა ევროპელ პარტნიორებთან ერთად.