ალერგია XXI

ასთმის სიმპტომები ბავშვებში

მთავარი » ასთმის სიმპტომები ბავშვებში

საეჭვო სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ბრონქული ასთმის არსებობაზე მცირე ასაკის ბავშვებში

ბავშვთა ასაკში ძალიან ხშირია ხმაურიანი სუნთქვის შემთხვევები, ზოგჯერ ხველასთან ერთად, ზოგჯერ მის გარეშე. ხშირად აღნიშნული მოვლენები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით არის გამოწვეული, მაგრამ ზოგჯერ ბრონქული ასთმის დასაწყის ეტაპზე მიუთითებს.

ბრონქული ასთმის დიაგნოზის სასარგებლოდ მიანიშნებს:

  1. ხმაურიანი სუნთქვა და ხველა, რომელიც იწყება ფიზიკური დატვირთვის, სიცილის, ტირილის შემდეგ, მაგრამ არ არის ვირუსული ინფექციის ნიშნები.

  2. ისტორიაში ალერგიული დაავადებების – ატოპური ეგზემა, ალერგიული რინიტი, ახლო ნათესავებში ბრონქული ასთმის – არსსებობა.

  3. საკონტროლო მკურნალობის 2–3 თვიანი კურსის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი შეწყვეტის შემდეგ კი გაუარესება.

  4. თუ ზემო სასუნთქი გზების ინფექციის დროს ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება მიმდინარეობს 10 დღეზე მეტი პერიოდი, წელიწადში 3 ეპიზოდზე მეტია, ამავე დროს არის სიმპტომების გაუარესება ღამით და ეპიზოდებს შორის არის ხანდახან ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, აღნიშნული ბრონქული ასთმის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. ხოლო თუ ზემო სასუნთქი გზების ინფეციის დროს ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება მიმდინარეობს 10 დღეზე ნაკლები პერიოდი, წელიწადში ასეთი 2–3 ეპიზოდია და ეპიზოდებს შორის სიმპტომები არ არის, ბრონქული ასთმის ალბათობა დაბალია (მაგრამ საჭიროა დინამიკაში დაკვირვება).

სტატიები