ალერგოლოგიური ცენტრი „ალერგია XXI საუკუნე” 2002 წელს დააფუძნა მედიცინის დოქტრმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ირინა მიმინოშვილმა.
ირინა მიმინოშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ი.ფაღავას სახ. პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის განყოფილებაში გაიარა ინტერნატურა და იყო ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. იმავე ისნტიტუტის ბაზაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზოგიერთი იმუნოლოგიური მაჩვენებელი ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში ინტერფერონით მკურნალობასთან დაკავშირებით”.
სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნებულია მისი 35 სამეცნიერო ნაშრომი და მეთოდური რეკომენდაცია;
მონაწილეობდა ევროპის ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა აკადემიის უწეყვეტ სამედიცინო განათლების პროგრამაში.
იყო „იაპონიის IIT-იმპაქტური იმუნოთერაპიის აკადემიის”, „ევროპის რესპირატორული საზოგადოების” და „ევროპის კლინიკურ ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა აკადემიის” (EAACI) წევრი.
2002 წლიდან 2021 წლამდე იყო ალერგიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის „ალერგია XXI საუკუნე” დირექტორი