ალერგია XXI

ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა

მთავარი » ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა

ალერგიის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი მსოფლიოში, რომელიც თანდათან უფრო პოპულარული და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ხდება…რაში მდგომარეობს ამ მეთოდის არსი?

 

ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა:  

 

ალერგიის მოლეკულა არის პროტეინი, რომლის მიმართაც გამომუშავდება  ალერგიული ანტისხეულები. თითოეული პროდუქტი შედგება სხვადსხვა  თვისების მქონე პროტეინებისგან. ისინი შეიძლება იყოს სპეციფიური ან ჯვარედინ მომქმედი, სტაბილური ან ლაბილური. 

 

თითოეულ პროდუქტში შეიძლება იყოს სხვადასხვა რაოდენობის ალერგიული პროტეინები. 

 

სპეციფიური ალერგენები უნიკალურია ამ წყაროსთვის. ჯვარედინი ალერგენები კი გავრცელებულია სხვადასხვა რესურსებში. 

 

სპეციფიური ალერგენები უშუალოდ იწვევენ  ალერგიის კლინიკურ სიმპტომებს. 

 

სენსიბილაზია სპეციფიურ ალერგენებზე მიუთითებს , ალერგიის კლინიკური სიმპტომების მიზეზს, ამის მიხედვით დგინდება კონკრეტულად რომელი ალერგენი  უნდა იქნეს ელიმინირებული. 

 

მაგალითად  სპეციფიური ალერგენული მოლეკულებია: კვერცხი Gald1, Gald2, Gald 3, Gald 4; ბალახ ტიმოთელას  Phlp1, Phlp5; არაქისის Arah1, Arah2, Arah3, (Arah6); კატის -Feld1, Feld4.  

 

მოლეკულურ დონეზე ალერგენები იყოფა არამასენსიბილიზირებელ  და მასენსიბილიზირებელ ალერგენებად. 

 

არამასენსიბილიზებულ ალერგენს შეუძლია კლინიკური ნიშნების გამოწვევა მაშინ, როცა შესაბამისი ჯვარედინ მოქმედი  ალერგენით არის სენსიბილიზებული. 

 

მაგ.: – არყის ხის მტვრის მოლეკულა   Betv1-ზე  სენსიბილიზაციის დროს  ვაშლის მოლეკულა -mald1,    გამოიწვევს ალერგიის კლიონიკურ გამოვლინებას, სხვა შემთხვევაში არა. 

 

შესაძლებელია პაციენტი სენსიბილიზებული იყოს ჯვარედინი ალერგენებით, ამ შემთხვევაში მოსაძებნია პირველადი მასენსიბილიზებული კომპონენტი. 

 

მაგალითად – თუ ადამიანი სენსიბილიზებულია ვაშლის, ატმის, მსხლის, არაქისის  და ა.შ. მიმართ-ხშირად ამ გამოვლინების პირველი წყარო და მიზეზი არის არყის ხის მტვრის Betav1 -ის მიმართ სენსიბილიზაცია. 

 

აღნიშნული გამოკვლევების შედეგები მნიშვნელოვანია  ალერგიის მკურნალობის მართვის და სპეციფიური იმუნოთერაპიის  სწორად შესარჩევად. 

 

ალერგოდიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ მოლეკულები რომლებიც იწვევენ  სენსიბილიზაციას სტაბილურია თუ ლაბილური და რა რაოდენობა რია ამა თუ იმ პროდეუქტში. 

 

სტაბილურია მოლეკულები, რომლებიც არ იცვლებიან არც თერმული დამუშავებით და არც კუჭნაწლავის ფერმენტების ზემოქმედებით.

  

მაგალითად – ცნობილია, რომლაბილური პროტეინები პროდუქტებში არის მცირე რაოდენობით, სტაბილური დიდი რაოდენობით.

 

მძიმე სისტემური რეაქციები ლაბილურმა პროტეინებმა შეიძლება გამოიწვიუოს მხოლოდ დიდი რაოდენობის მიღებისას, როცა სტაბილური პროტეინების შემავალი პროდუქტების მცირე რაოდენობაც საკმარისია სისტემური ალერგიული რეაქციის გამოსავლენად. 

 

უფრო ხშირად ლაბილური პროტეინები იწვევენ ადგილობრივ რეაქციას, მაშინ როცა სტაბილური პროტეინები იწვევენ სისტემურ რეაქციას.

  

ამის მიხედვით შეიძლება რისკების წინასწარ დადგენა. 

 

ალერგიული რეაქციის სიმძიმის რისკები დამოკიდებულია: 

 

ა) რომელი  მოლეკულაა  მასენსიბილიზებელი 

ბ)რომელ პროტეინულ ოჯახს მიეკუთვნება 

გ) მოლეკულა ლაბილურია თუ სტაბილური 

დ)პროდუქტში მარალი კონცენტრაციაა თუ დაბალი. 

 

სპეციფიური და ჯვარედინი ალერგენების გამოვლენის საშუალებას იძლევა ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა. 

 

ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა:  

 

1. განსაზღვროს  მომავალში კლინიკური გამოვლინების რისკი –  სიმძიმე. 

2.აზუსტებს-რომელი ფაქტორებით არის გამოწვეული ალერგია- გენეტიკური განწყობით თუ ჯვარედინი რეაქციით 

3. განსაზღვრავს- უნდა გამოირიცხოს თუ არა ალერგენი მოხმარებიდან 

4. სჭირდება თუ არა პაციენტს ატაროს თან გადაუდებელი დახმარების  აუტონექტორი.  

 

და რაც მნიშველოვანია – კონკრეტულად რომელი ნივთიერებით უნდა ჩატარდეს სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია. 

 

დღეისთვის ალერგოდიაგნოსტიკის საუკეთესო ვარიანტია ერთად ჩატარდეს გამოკვლევა როგორც კლინიკური სადიაგნოსტიკო ექსტრაქტებით ასევე მოლეკულური დიაგნოსტიკა, რადგანაც მედიცინა დინამიურად განვითარებადი დარგია და მუდმივად მიმდინარეობს კვლევები და ახალი ინფორმაციის მიღება. 

სტატიები