ალერგია XXI

რა არის ალერგია

მთავარი » რა არის ალერგია

ალერგია ეს არის ორგანიზმის პათოლოგიური რეაქცია გარემოში არსებულ პროტეინებზე. ამ პროტეინებს ჩვეულებრივადშეიცავს ცხოველის ეპიდერმისი, მცენარეთა მტვერი, მწერები და სხვა. არაალერგიული ადამიანისათვის ეს პროტეინებისაფრთხეს არ წარმოადგენს. ალერგიული ადამიანის ორგანიზმი კი ალერგენთან შეხვედრის დროს, ორგანიზმშიგამოათავისუფლებს ჰისტამინს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებბს, მაგალითად კანში, ფილტვებში, ცხვირში,თვალში, ნაწლავებში არსებული პოხიერი უჯრედებიდან და ეს ნივთიერებები დაზიანებულ ორგანოში იწვევენ ანთებას დაშეშუპებას. ამის შემდეგ ვითარდება კლინიკური სიმპტომები: კანის ქავილი, შეშუპება, გამონაყარი, ხმაურიანი სუნთქვა,ბრონქოსპაზმი, დიარეა. მძიმე შემთხვევებში იქმნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.

 

ალერგიული პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პოლინოზი, ასთმა, ეგზემა, ჭინჭრის ციება, კვებითი ალერგია და წამლისმიერი ალერგია.

 

ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციების გამომწვევებია ბალახისა და ხის მტვერი, მტვრის ტკიპა, საკვები (რძე, კვერცხი,ხორბალი, სოიო, ზღვის პროდუქტები, ხილი, თხილეული, ბოსტნეული), სოკოს სპორები, მედიკამენტები (პენიცილინი დამისი ჯგუფის პრეპარატები, ასპირინი, საანესთეზო პრეპარატები), ნიკელი, კაუჩუკი, საკვები დანამატები, საღებავები, ცხოველის ეპითელიუმი , ბეწვი, მწერები.

რატომ ვითარდება ალერგია

ზოგ ოჯახს გენეტიკურად აქვს ალერგიის განვითარების განწყობა (ატოპია). უკანასკნელ წლებში ასეთი განწყობა სწრაფადმატულობს. ალერგიის სიხშირის მატება აიხსნება ჩვენი თანამედროვე გარემოს ცვლილებით. არსებობს რამოდენიმე თეორია –მაგალითად ჰიგიენური თეორია. იგი ალერგიის სიხშირის მატებას ხსნის ქიმიური გასასუფთავებელი საშუალებების ხშირიგამოყენებით და ანტიბიოტიკოთერაპიის გახშირებით. მეორე თეორია – გლობალური დათბობის თეორია – ხსნის მცენარეთა ვეგეტაციის ცვლელებით, რომელიც გამოწვეულია გლობალური დათბობით.

როგორ ვითარდება ალერგია

დაბადებისას ორგანიზმის იმუნური სისტემა იხრება T-უჯრედების ან TH1-ხაზის ან TH2-ხაზის აქტივობის მიმართულებით,რაზეც გავლენას ახდენს გენეტიკური განწყობა და გარემო ფაქტორები. TH1–იმუნიტეტი იცავს ორგანიზმს ბაქტერიების,ვირუსების და ალერგიისაგან. TH2–იმუნიტეტი იცავს – პარაზიტებისაგან, მაგრამ უფრო მიმღებია ალერგიისათვის.

 

ალერგიული განწყობის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ალერგენსპეციფიურ იმუნოგლობულინ E-ს.მაგალითად თუ მცენარის მტვრის პროტეინი შეუკავშირდება იმუნოგლობულინ E-ს ცხვირის მემბრანაზე, წარმოიქმნება მტვერ–იმუნოგლობულინ E-ს კომპლექსი, რომელიც აიძულებს, იქ არსებულ პოხიერ უჯრედებს გამოყონ დიდი რაოდენობითჰისტამინი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და გამოიწვიონ ალერგიული სურდო.

ვინ ავადდება ალერგიით

  • რისკ ფაქტორი არის ალერგიული განწყობა მშობლებსა და გენეტიკურ ნათესავებში;
  • ალერგიით ავადობა უფრო ხშირია მამრობით სქესსში;
  • სტატისტიკურად ბავშვებს არაალერგიული ოჯახაბიდან ალერგია უვითარდებათ 12 % შემთხვევებში. თუ ერთ მშობელს აქვსალერგია – რისკი 20 %–ია. თუ ორივე მშობელს აქვს ალერგია – რისკი 40 %–ია. თუ ორივე მშობელს აქვს ალერგიის ერთნაირიფორმა, მაგალითად ასთმა, პოლინოზი, ეგზემა, იგივე პათოლოგიის განვითარების რისკი მათ შვილებში არის 70%;
  • სხვა ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობენ ალერგიულ განწყობას;
  • დაბადება საკეისრო კვეთით;
  • ანტიბიოტიკების უწესრიგო გამოყენება;
  • მცირე (1 ან 2 წევრი) ოჯახის წარმომადგენლობა;
  • პასიური სიგარეტის მწეველობა;
  • ჭარბწონიანობა (განწყობა ასთმის მიმართ).

რა შეამცირებს ალერგიული განწყობის რისკს

  • არაალერგიულ ოჯახში დაბადება;
  • მხოლოდ დედის რძით კვება პირველი 4 თვის ასაკში;
  • ნაწლავის ფლორის მოწესრიგება;
  • ასევე მნიშვნელოვანია ბავშმა მიიღოს მეტი ნატურალური და ნაკლები პროცესირებული საკვები;
  • რისკს ამცირებს მრავალწევრიანი ოჯახი;
  • რისკს ამცირებს ასევე ცხოვრება ფერმაში (ასე ფიქრობენ ჰიგიენური თეორიის მომხრეები);
  • ალერგიული დაავადებების სწორი მართვისათვის აუცილებელია პაციენტმა დროულად მიმართოს  პეციალისტს დამაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს როგორც პრევენციული, ასევე მისი ინდივიდუალური სამკურნალო ღონისძიებების შემუშავება.

სტატიები