ტარტრაზინი (ფერის მიმცემი დანამატი) – ურტიკარია, ბრონქული ასთმა
მონოსოდიუმ გლუტამატი – კანკალი, სინკოპე, ურტიკარია, ბრონქოსპაზმი
ასპარტამი – ურტიკარია, ანგიოდემა
სულფატები – ასთმა, ურტიკარია (შეიძლება ითამაშოს ჰაპთენის როლი და გამოიწვიოს IgE – რეაქცია). არის ლიმონში, ლაიმში, ცივ სასმელებში, წვენებში – კონსერვანტების სახით.
ბენზოატები, პარაბენზოატები და ანტიოქსიდანტები – ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია, ანგიოდემა (იშვიათად მელკენსონ-როზენტალის სინდრომი – ტუჩის გრანულომა, სახის პრეზი, დაღარული ენა).
პაპაინი – ალერგიის დროს ყურადღება მისაქცევია ხორცზე (ძროხის და ღორის), რადგან გამოიყენება ხორცის დასარბილებლად.
ჰისტამინოლიბერატორები – არის კვერცხის ცილაში, მოლუსკში, მარწყვში, შოკოლადში, ციტრუსში, ტომატში, თევზში, ღორის ხორცში.
სალიცილატები – არის ცხარე სუნელში, ხმელ სუნელში, მწვანე ვაშლში, კარტოფილის კანში, ნუშში, ჩაიში და ზოგ ბოსტნეულში; იწვევს ურტიკარიას, ბრონქოსპაზმს, რინიტს, პოლიპოზს.
ვაზოაქტიური ამინები
იწვევს სპაზმს, კრუნჩხვას, წამოწითლებას, თავის ტკივილს, კანკალს, ჰიპოტენზიას.
ვაზოაქტიური ამინებია:
1) ჰისტამინი – არის ყველში (Blue, როკფორი, პარმეზანი), ბოსტნეულში (ისპანახი, ბადრიჯანი), წითელი ღვინოში (ჩიანტი, ბურგუნდიული).
2) თირამინი – ყველი (Camembert, Cheddaz), დამარილებული ქაშაყი, სოუსები (სოიოს), წიწილის ღვიძლი.
3) სეროტინინი – ბანანი, კივი, ანანასი, ლეღვი, პომიდორი, ნიგოზი, ქლიავი, რვაფეხა.
Tagged ალერგია, ასთმა, გამონაყარი, ქავილი