ალერგია XXI

სერვისები

მთავარი » სერვისები

სერვისები

ცენტრში წარმოებს ყველა ასაკის ალერგიული პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა:

პაციენტის კონსულტაცია

ობიექტური მდგომარეობის შეფასება და გამოკვლევის პირადი გეგმის შედგენა.

სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტირება

სპირომეტრია, როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 4 წელზე ზევით.

ალერგენების დიაგნოსტირება

შესაძლო ალერგენების 90%-ს (საყოფაცხოვრებო, კვებითი, ცხოველური და ა.შ.) დიაგნოსტიკა. მცირე ასაკის ბავშვებში საკმარისია სისხლი თითიდან, ხოლო მოზრდილებისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

მედიკამენტებზე ალერგიულობის დიაგნოსტირება

მედიკამენტებზე ალერგიულობის დიაგნოსტირება: კანის ჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური ტესტებით.

სუნთქვის ფუნქციის სადღეღამისო მონიტორინგი

ბრონქულ ასთმიან პაციენტებს, საკუთარი საუკეთესო მაჩვენებლის, დღიური ვარიაციის დასადგენად და ასევე PEF-და FEV-მაჩვენებლების დინამიკაში მონიტორინგისათვის, ბინაზე ეძლევათ სუნთქვის ფუნქციის მზომები.

ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობის დადგენა

საცხოვრებელ ბინაში (ლოგინში, ხალიჩებზე და სხვ.) ოთახის მტვრის ტკიპის შემცველობის დადგენა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

ალეტგიის მკურნალობა ჰიპოსენსიბილაციის მეთოდით

სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდით ტარდება ალერგიის მკურნალობა.

რინიტისა და სინუსიტების სამკურნალო ლაზეროთერაპია

ალერგიული რინიტებისა და სინუსიტების სამკურნალოდ ტარდება ლაზეროთერაპია და სპეციალური ნებულაიზერით სინუსოთერაპია.

ჰელიკობაქტერია პილორის და ანტისტრეპტოლიზინ O-ს დიაგნოსტირება

ინფექციის კერების გამოვლენისათვის წარმოებს ანტისტრეპტოლიზინ O-სა და ჰელიკობაქტერია პილორის დიაგნოსტირება.

საერთო IgE-ს და ჰიპერსენსიტიური CRP-ს განსაზღვრა

საერთო IgE-ს და ჰიპერსენსიტიური CRP-ს (ცე-რეაქტიული პროტეინი) განსაზღვრა - როგორც ვენური, ასევე კაპილარული (თითიდან) სისხლით.

FABER-ტესტი

244 ტესტი ერთ ანალიზში - მთლიანი ალერგიულ სპექტრის დიაგნოსტიკა ევროპელ პარტნიორებთან ერთად.