რინიტი დიაგნოსტირდება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან 1 ან მეტი ნიშანი: ცემინება, ცხვირიდან ჩამონადენი (წინ ან უკან), ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ქავილი.
რინიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ზოგჯერ რინიტს თან ახლავს ცხვირის დანამატი ღრუების ანთებაც (რინუსინუსიტი).
განასხვავებენ ალერგიულ და არაალერგიულ რინიტებს.
გვხვდება 10-30% მოზრდილებში და 40% ბავშვებში. ალერგიული რინიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში. იგი შეიძლება იყოს სეზონური ან პერინეალური, ანუ მთელი წლის განმავლობაში. ასევე შეიძლება იყოს ეპიზოდური და პერსისტიული (მუდმივი). შემთხვევათა 70%-ში პარალელურად აღინიშნება ალერგიული კონიუნქტივიტიც, რომელიც ხასიათდება წითელი, გაღიზიანებული თვალებით, ქავილით.
სეზონურ ალერგიულ რინიტს უხშირესად იწვევს ალერგია ხეების, ბალახების, სარეველების მტვერსა და ობის სოკოებზე. სახლშიდა ალერგენებიდან რინიტის გამომწვევებია ოთახის მტვრის ტკიპა, ტარაკანი, ცხოველთა პროტეინები, ობის სოკოები. სახლშიდა ალერგენები რინიტს განაპირობებენ მთელი წლის განმავლობაში.
არაალერგიული რინიტებისათვის დამახასიათებელია ცხვირის გაჭედვის ან/და რინორეის და პოსტნაზალური დრენაჟის არსებობა. არაალერგიული რინიტები გამომწვევი მიზეზის მიხედვით შეიძლება იყოს: იმუნოლოგიური, ინფექციური, ფარმაკოლოგიური, სტრუქტურული, ჰორმონალური, ვასკულიტური, მეტაბოლიტური, ატროფიული, ვაზომოტორული.
არაალერგიულ რინიტს არ ახასიათებს ცხვირისა და თვალების ქავილი, იწყება მოგვიანებით ასაკში და ხასიათდება ძლიერი ცხვირის გაჭედვით და სიმპტომების მუდმივობით. მისი ტიპიური გამამწვავებელი ფაქტორებია სიგარეტის წევა, მანქანების გამონაბოლქვი, ტემპერატურის ცვლილებები, მძაფრი სუნები, კოსმეტიკა, ქიმიური გამწმენდი საშუალებები, ალკოჰოლური დანამატები, გაზეთები. მაგალითად ვაზომოტორულ რინიტს ამწვავებს ჰაერის დაბინძურება, ტემპერატურული რეჟიმების ცვლილება, ცივი მშრალი ჰაერი.
გემოვნებითი რინიტი ვითარდება ეპიზოდურად უპირატესად ცხელი, მძიმე გემოვნებითი დანამატებიანი საკვების მიღებისას. ხშირად ალერგიული და არაალერგიული რინიტები გვხვდება კომბინაციაში ერთდროულად. არსებობს პროფესიული რინიტებიც, როცა რინიტის გამომწვევად გვევლინება სამსახურში არსებული ქიმიური ნივთიერებები.
წამლისმიერ რინიტს იწვევს სხვადასხვა მედიკამენტები. მაგალითად დეკონგესტანტების ხშირი და უკონტროლო გამოყენება (რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად ცხვირის გასახსნელად იყენებს). ასეთ დროს ლორწოვანის აღდგენას შეიძლება დასჭირდეს წელიწადი და მეტი, ამიტომ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ნაზალური დეკონგესტანტები არ უნდა იქნას გამოყენებული ხუთ დღეზე მეტი.
ასევე არაალერგიული რინიტი შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა: კლონიდინი, მეთილდოფა, გუანფატინი, პრაზოსინი, დოქსაზოსინი, ფენტოლამინი, ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა: ACE ინჰიბიტორებმა, ბეტა-ბლოკერებმა (მათ შორის თვალის პრეპარატებმაც), კალციანტაგონისტებმა, რეზერპინმა, ამილორიდმა, ჰიდრალაზინმა, ქლორთიაზიადიმა, ჰიდროქლორითიაზიდმა, ერექციის დისფუნქციის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა, არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (ასპირინი და სხვა), ესტროგენულმა და პროგესტერონულმა პრეპარატებმა.
არაალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის გასავალების სტრუქტურული დარღვევები: ადენოიდები, უცხო სხეული, ჩირქოვანი ნადები, პოლიპები და სხვა.არსებობს ორსულთა რინიტიც, რომელიც უხშირესად ვითარდება ფეხმძიმობის მეექვსე თვის შემდეგ და მშობიარობიდან 2 კვირაში გაივლის.ატროფიული რინიტი დამახასიათებელია მოხუცთა ასაკისათვის.
რინიტი შეიძლება ახლდეს სისტემურ დაავადებებს, როგორიცაა ვეგენერის გრანულომატოზი, სარკოიდოზი, გრანულომა, მუკოვისციდოზი, ჰიპოთირეოიდიზმი, იმუნოდეფიციტები. თუმცა ასეთ შემთხვევებში ხშირად არის სინუსიტებიც.შესაძლოა, ცხვირიდან გამონადენის მიზეზი იყოს ცერებროსპინალური რინორეაც.
იმისათვის რომ ჩატარდეს ქრონიკული რინიტის სწორი და ეფექტური მკურნალობა საჭიროა დასმულ იქნას სწორი დიაგნოზი, გამოვლენილ იქნას რინიტის გამომწვევი მიზეზები და თანმხლები დაავადებები.
რინიტის ძირითადი მიზეზები | |
---|---|
ძირთადი სახეობები | ქვესახეობები |
ალერგიული რინიტი | სეზონური |
პერენიალური (ეპიზოდური, პერსისტიული) | |
არაალეგიული რინიტი | ვაზომოტორული |
გემოვნებითი | |
არაალერგიული რინიტი ეოზინოფილური სინდრომით | |
შერეული რინიტი | - |
პროფესიული რინიტი | - |
მედიკამენტოზური რინიტი | ცხვირის დეკონგესტანტებით გამოწვეული |
ინტრანაზალური კოკაინით გამოწვეული | |
სისტემური მედიკამანენტებით გამოწვეული | ორალური კონტრაცეპტივებით გამოწვეული |
ერექციის დისფუნქციის საწინააღმდეგო მედიკამენტებით გამოწვეული | |
ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით გამოწვეული | |
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ასპირინი და სხვა) გამოწვეული | |
ზოგიერთი ანტიდეპრესანტით გამოწვეული | |
ზოგიერთი ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტით გამოწვეული | |
ორსულთა რინიტი | - |
ატროფიული რინიტი | - |
სისტემური დაავადებები | ჰიპოთირეოიდიზმი |
ვეგენერის გრინულომატოზი | |
შუალედური გრანულომა | |
სარკოიდიზი | |
მუკოვისციდოზი | |
ცილიარული დისფუნქციის სინდრომები |
Tagged ალერგია, ასთმა, გამონაყარი, ქავილი