ალერგია XXI

რისკ-ფაქტორები წამლისმიერი ალერგიის განსავითარებლად

რისკ-ფაქტორები წამლისმიერი ალერგიის განსავითარებლად არსებობს ცნობილი რისკ-ფაქტორები მედიკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგიის განსავითარებლად, ასეთებია: მდედრობითი სქესი, ისტორია ანამნეზში მედიკამენტოზური ალერგიის არსებობის შესახებ, მედიკამენტების ხშირი გამოყენება, გენეტიკური ფაქტორები, ზოგიერთი დაავადების თანაარსებობა და სხვა. მდედრობითი სქესი მაგალითად მდედრობითი სქესის ადამიანებს, დაგვიანებული ტიპის ალერგიული რეაქციები პრეპარატ გემიფლოქსაცინზე (ქუინოლინი) უვითარდებათ 30 პროცენტში, ხოლო მამაკაცებს 3 პროცენტში. ასევე პერიოპერატიული რეაქციები მიორელაქსანტებზე ქალებში… Continue reading რისკ-ფაქტორები წამლისმიერი ალერგიის განსავითარებლად

მედიაკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგიის დიაგნოსტიკა

მედიაკამენტოზური ალერგიის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიციანა იცნობს დიაგნოსტიკის მეთოდების სამ ჯგუფს, ესენია:   – I ჯგუფი – In vivo (ლათ. სხეულში), ანუ კანის ალერგიული სინჯები: ჩხვლეტითი-Prick-ტესტი და ინტრადერმალური ტესტი. – II ჯგუფი – In vitro (ლათ. ბოთლში), ანუ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა – III ჯგუფი – პროვოკაციული ტესტები. I ჯგუფი – კანის სინჯები IgE-ტიპის რეაქციების დროს კანის ალერგიული… Continue reading მედიაკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგიის დიაგნოსტიკა

მედიკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგია

მედიკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგია დღეისათვის ბევრი ახალი მედიკამენტის შექმნამ მსოფლიოში მრავალი დაავადების განკურნება და შემსუბუქება განაპირობა. მაგრამ მედიკამენტებს გარდა სამკურნალო თვისებებისა გააჩნიათ გვერდითი მოვლენებიც. მედიკამენტების მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები იყოფა 2 ჯგუფად: A და B ჯგუფი. A ჯგუფი A ჯგუფს მიეკუთვნება ყველა ის გვერდითი მოვლენა, რომელსაც იწვევს წამლის ქიმიური შემადგენლობა, მიღებული ჩვეულებრივი სამკურნალო დოზით. ეს შესაძლო… Continue reading მედიკამენტოზური (წამლისმიერი) ალერგია

ქრონიკული სურდო (რინიტი)

ქრონიკული სურდო (რინიტი) რინიტი დიაგნოსტირდება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან 1 ან მეტი ნიშანი: ცემინება, ცხვირიდან ჩამონადენი (წინ ან უკან), ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ქავილი.   რინიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ზოგჯერ რინიტს თან ახლავს ცხვირის დანამატი ღრუების ანთებაც (რინუსინუსიტი).   განასხვავებენ ალერგიულ და არაალერგიულ რინიტებს. ალერგიული რინიტი გვხვდება 10-30% მოზრდილებში და… Continue reading ქრონიკული სურდო (რინიტი)

პარაზიტოზი

პარაზიტოზი პარაზიტოზი ადამიანის ერთ-ერთი უხშირესი დაავადებაა. პარაზიტები ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში და თავიანთი ცხოველმყოფელობისთვისაც იყენებენ მის რესურსებს; ამავე დროს მათ მიერ გამოთავისუფლებული ტოქსინები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ზემოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს მის ინტოქსიკაციას ისეთი კლინიკური ნიშნების გამოვლინებით როგორიცაა დიარეა, მუცლის ტკივილი, კოლიკა, რეფლუქსი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ჰიპერსალივაცია, წონის დაქვეითება, უმადობა, ხველა, პნევმონია, ჭინჭრის… Continue reading პარაზიტოზი

ქრონიკული ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ქრონიკული ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ჭინჭრის ციება როგორც დაავადება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჰიპოკრატეს შრომებშია მოხსენიებული. ეს დაავადება ხასიათდება კანის სხვადასხვა ადგილებში გამონაყრით, რომელიც ძალიან წააგავს ჭინჭრით დასუსხულს, ახასიათებს ქავილი, წვა, წიწკნის შეგრძნება. არჩევენ ჭინჭრის ციების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.   მწვავე ჭინჭრის ციება გვხვდება ყველა ასაკში, უფრო ხშირად კი ბავშვებში, ზოგჯერ თან ახლავს სხვადასხვა ადგილის შეშუპებაც. იშვიათად… Continue reading ქრონიკული ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ოთახის მტვრის ტკიპა

ოთახის მტვრის ტკიპა ოთახის მტვრის ტკიპა არის მიკროსკოპული ზომის მწერი, სიგრძეში ერთი მესამედი მილიმეტრი, თვალით უხილავია, მაგრამ ჩანს მცირე გადიდებაზეც მიკროსკოპში.   ოთახის მტვრის ტკიპა ვითარდება კვერცხიდან და ზრდასრული ხდება 20-30 დღეში. მოზრდილი ტკიპა ცხოვრობს 8-10 კვირა. მისი ძირითადი სახეობებია – Dermotophagoides pteronyssinus, Dermatophagoides farinae და ფქვილის ტკიპა, რომელიც მრავლდება საკვებში და მარცვლოვნებში.   ოთახის… Continue reading ოთახის მტვრის ტკიპა

რა არის ალერგია

რა არის ალერგია ალერგია ეს არის ორგანიზმის პათოლოგიური რეაქცია გარემოში არსებულ პროტეინებზე. ამ პროტეინებს ჩვეულებრივადშეიცავს ცხოველის ეპიდერმისი, მცენარეთა მტვერი, მწერები და სხვა. არაალერგიული ადამიანისათვის ეს პროტეინებისაფრთხეს არ წარმოადგენს. ალერგიული ადამიანის ორგანიზმი კი ალერგენთან შეხვედრის დროს, ორგანიზმშიგამოათავისუფლებს ჰისტამინს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებბს, მაგალითად კანში, ფილტვებში, ცხვირში,თვალში, ნაწლავებში არსებული პოხიერი უჯრედებიდან და ეს ნივთიერებები დაზიანებულ ორგანოში… Continue reading რა არის ალერგია

ჭინჭრის ციება – უფასო კონსულტაცია

ჭინჭრის ციება თუ გაქვთ ქრონიკული უმიზეზო ურტიკარიის (ჭინჭრის ციება) დიაგნოზი და არ გშველით ალერგიის წამლები, სამედიცინო ცენტრი „ალერგია XXI საუკუნე“ გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს.   უმიზეზო ურტიკარიის თავისებურება იმაშია, რომ ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი უმიზეზოდ, სპონტანურად ჩნდება, ერთმნიშვნელოვანი ტრიგერის (საკვები, მზის სხივი, რაიმესთან კონტაქტი და ა.შ.) გარეშე და გრძელდება 6 კვირაზე მეტი ხანი.   დაგვიკავშირდით დღესვე!… Continue reading ჭინჭრის ციება – უფასო კონსულტაცია