საკვები დანამატები რომლებიც იწვევს არაიმუნოლოგიურ ალერგიულ რეაქციებს |
ტარტრაზინი (ფერის მიმცემი დანამატი) - ურტიკარია, ბრონქული ასთმა მონოსოდიუმ გლუტამატი - კანკალი, სინკოპე, ურტიკარია, ბრონქოსპაზმი ასპარტამი - ურტიკარია, ანგიოდემა სულფატები - ასთმა, ურტიკარია (შეიძლება ითამაშოს ჰაპთენის როლი და გამოიწვიოს IgE - რეაქცია). არის ლიმონში, ლაიმში, ცივ სასმელებში, წვენებში - კონსერვანტების სახით. ბენზოატები, პარაბენზოატები და ანტიოქსიდანტები - ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია, ანგიოდემა (იშვიათად მელკენსონ-როზენტალის სინდრომი - ტუჩის გრანულომა, სახის პრეზი, დაღარული ენა). პაპაინი - ალერგიის დროს ყურადღება მისაქცევია ხორცზე (ძროხის და ღორის), რადგან გამოიყენება ხორცის დასარბილებლად. ჰისტამინოლიბერატორები - არის კვერცხის ცილაში, მოლუსკში, მარწყვში, შოკოლადში, ციტრუსში, ტომატში, თევზში, ღორის ხორცში. სალიცილატები - არის ცხარე სუნელში, ხმელ სუნელში, მწვანე ვაშლში, კარტოფილის კანში, ნუშში, ჩაიში და ზოგ ბოსტნეულში; იწვევს ურტიკარიას, ბრონქოსპაზმს, რინიტს, პოლიპოზს. ვაზოაქტიური ამინები იწვევს სპაზმს, კრუნჩხვას, წამოწითლებას, თავის ტკივილს, კანკალს, ჰიპოტენზიას. ვაზოაქტიური ამინებია: 1) ჰისტამინი - არის ყველში (Blue, როკფორი, პარმეზანი), ბოსტნეულში (ისპანახი, ბადრიჯანი), წითელი ღვინოში (ჩიანტი, ბურგუნდიული). 2) თირამინი - ყველი (Camembert, Cheddaz), დამარილებული ქაშაყი, სოუსები (სოიოს), წიწილის ღვიძლი. 3) სეროტინინი - ბანანი, კივი, ანანასი, ლეღვი, პომიდორი, ნიგოზი, ქლიავი, რვაფეხა. |